ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს

„ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ ასეა სხვა ფეხბურთელების მაგალითებზეც, არ ვიცი ევროპის ჩემპიონატამდე მოედანზე ვინ რა დროს გაატარებს. ბეილმა რაც უელსისთვის გააკეთა, მოედანსა თუ მის მიღმა, ეს ფანტასტიკურია. არა მხოლოდ მინდორზე, გასახდელშიც ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. რეალში სიტუაცია როგორც უნდა განვითარდეს, ბეილი ჩვენთვის ყველაფერია,” – თქვა გიგზმა

ლეგენდარულ ფეხბურთელსა და ახლა უკვე მწვრთნელს, „რეალის“ ქომაგების შესახებაც ჰკითხეს, რომლებიც ბეილს ობსტრუქციას ხშირად უწყობენ

“როდესაც ამ გუნდში თამაშობ, ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნები. ეს ნორმალურია და არ მგონია გარეთისთვის პრობლემას წარმოადგენდეს. „სიტისთან“ შეხვედრას ვუყურე და როდესაც ის მოედანზე შევიდა, გულშემატკივრები კარგად შეხვდნენ. ასეა, „რეალში“ თამაშის დროს ყოველ კვირას შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინო, თორემ გაგაკრიტიკებენ.”

უელსი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფშია, სადაც ფორტუნამ მეტოქეებად თურქეთი, შვეიცარია და იტალია არგუნა…