მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის გამო პარაგვაიში დააკავეს. სასტუმროში, სადაც რონალდინიო ძმასთან ერთად დაბინავდა, ჩხრეკა ჩატარდა.

რონალდინიოს შარშან პოლიციამ, გადასახადების დამალვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბრაზილიური და ესპანური პასპორტები ჩამოართვა, რის გამოც ყოფილმა ფეხბურთელმა სამოგზაუროდ ყალბი პასპორტი გამოიყენა.

პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რონალდინიო გამოძიებასთან თანამშრომლობს.