უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Relevent Sports-თნ, რაც მიზნად ისახავს ახალი საზაფხულო ტურნირის გამართვას, რომლის ფორმატიც, ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის იდენტური იქნება. მასში უძლიერესი ევროპული კლუბები ჩაერთვებიან, საკვალიფიკაციო და ჯგუფურ ეტაპებს გაივლიან და მერე უძლიერესს ფლეი-ოფში გაარკვევენ.
ხელშეკრულება რვაწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და უკვე 2021 წელს პირველად გაიმართება. პირველ ეტაპზე ტურნირს აშშ-ი უმასპინძლებს, მერე კი აზიაში გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე ტურნირში მონაწილეობაზე მზაობა უკვე გამოთქვა დიდმა ინგლისურმა ექვსეულმა: მანჩესტერმა, სიტიმ, ლივერპულმა, არსენალმა, ჩელსიმ და ტოტენჰემმა…
აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა და დასძინა, საკიტხი ფაქტობრივად გადაწყვეტილიაო.