დღეს რობერტ შავლაყაძე, გუშინ შოთა გორგოძე – დიდი ოლიმპიური ჩემპიონი და კაცი, რომელმაც დიდი „დინამოს“ შექმნაში უდიდესი წილი დაიდო…
დღეს რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა… ბოლოს მას პლეხანოვზე, შინ მივაკითხე. წელისტკივილი აწუხებდა და ხეირიანად სიარული უჭირდა… არაფერი შეუმჩნევია, თბილად, ღიმილით დამხვდა, ბევრი ილაპარაკა, ძველი ამბები გაიხსენა, ბოლოს კი მგონი დარდმა სძლია, ისე ჩაილაპარაკა, თუმც მალევე ძველი, ისევ დიდი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მოყვა და მოყვა… მაშინ მივხვდი ვინ იყო რობერტ შავლაყაძე…
1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ. დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა…
ვწუხვართ…