ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგა ისვენებს და ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგისთვის ყურადღება მეტი დაგვრჩა.

ამჯერად გმირი დან რიზიგერი გახდა – ჰოლანდიური „აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდის მეკარე.
მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა და 93-ე წუთზე მოედანზე რიზიგერი შეუშვეს.

კიპერმა სამი პენალტი მოიგერია, მაგრამ სერია მერვე დარტყმამდე მივიდა. დანი გაბრაზდა, თანაგუნდელებს ვეღარ ენდო, გადამწყვეტი პენალტი თავად დაარტყა და 6:5!