დევიდ ბექემი საქმეშია – MLS-ში მისი მაიამის „ინტერის“ დებიუტი შედგა. 
პირველი შეხვედრა სახარბიელო ვერ გამოდგა, ბექემის გუნდმა „ლოს ანჯელესთან“ სტუმრად წააგო, თუმცა ეგ არაფერი, ინგლისელს დიდი ამბიციები აქვს. კლუბს, რომელსაც კონკაკაფის ორგზის ჩემპიონი დიეგო ალონსო თავკაცობს, დღე არ გავა მსოფლიოს ვარსკვლავები რომ არ დაუკავშირონ. იწერება ედისონ კავანის, ნეიმარისა და იოზილის შესაძლო ტრანსფერებზე, თავად ბექზი კი პირობას დებს, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც მესისა და რონალდუს ერთ გუნდში ათამაშებსო. მოკლედ, ცუდი სტარტის მიუხედავად მაიამის დიდი მიზნები აქვს, ბექემების ოჯახი კი სრული შემადგენლობით უკვე ამერიკაშია და ახალი გამოწვევისთვის ემზადება.