თანამედროვე ჩოგბურთის უპირველესმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო დუბაის ტურნირი გამოტოვა. შესაბამისად, როჯერ ფედერერმა შარშანდელი გამარჯვებისთვის მიღებული 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა და რეიტინგში მესამე ადგილი ავსტრიელ დომინიკ ტიმს გადაულოცა. ეს ტიმის დებიუტია უძლიერესთა სამეულში.

სამაგიეროდ, იმავე დუბაისა და აკაპულკოში ტრიუმფებით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა.

ახლა ბასილაშვილისაც ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ შარშან დუბაიში ნაშოვნი 90 ქულიდან 45 გაანიავა, კონკურენტთა უფრო მეტი წარუმატებლობის ფონზე 2 საფეხურით დაწინაურდა და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.