ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი მუდმივ კავშირშია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.

მთავარი კითხვა: რამდენად შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ოთხწლეულის უმთავრესი სტარტების ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართვა.

ბუნებრივია, უმაყურებლო ოლიმპიადა ზარალია, მაგრამ ამის ალტერნატივა შეიძლება მსუყე სატელევიზიო კონტრაქტები გახდეს.

ჯერჯერობით ორგანიზატორები ამის იმედად არიან, თუმცა უმთავრესი იმედი მაინც ვირუსის მასშტაბების შემცირებაა. ჯერჯერობით იაპონიაში 25 თებერვლის მონაცემებით ინფიცირების 862 შემთხვევა დაფიქსირდა.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი.