დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა თანამდებობა დატოვოს. თუ ასე მოხდა, კლუბიდან სპორტული დირექტორი პაოლო მალდინიც წავა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „მილანის” გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მიმართ.
აღმოჩნდა, რომ, გაზიდისი ბობანისა და მალდინის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან და მას მწვრთნელის გარდა, სპორტული დირექტორის პოსტსაც სთავაზობს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ამჟამინდელი მწვრთნელი სერხიო პიოლი გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად „მილანი“ 25 ტურში მოპოვებული 36 ქულით ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა.