საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათეული წელი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, აზრი, რომ სახელმწიფომ უკეთ იცის კომპანიის მართვა, კიდევ ბევრს მყარად აქვს თავში ჩაჭედილი.

კონკრეტული ამბავი ვთქვათ: ბათუმს ჰყავს სარაგბო კლუბი, რომლის მეპატრონეც ბათუმისავე მუნიციპალიტეტია. ეს მუნიციპალიტეტი, რომელიც ბიუჯეტს საკუთარი სურვილით განკარგავს, ჩემი და თქვენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადით, აფინანსებს თავისივე დაარსებულ კლუბს და შემდეგ, როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი: “კლუბში მწვრთნელად, მასაჟისტად და დაცვის უფროსად ერთი პირია გაფორმებული. „შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამსახურში გამოცხადებაც კი, არ დასტურდება.“

გარდა ამისა, ამავე დასკვნით, ეშმაკიც ვერ დაითვლის, როგორ იხარჯებოდა კვების, მგზავრობის, შეკრებების თანხები.

და თქვენ, პატივცემულო მკითხველო, მოგწონთ, როდესაც თქვენს მიერ გადახდილი გადასახადით ასეთი მამაძაღლობები ხდება და ეს ყველაფერი ქართული სპორტის ნათელ მომავალზე ზრუნვის ყალბი ლოზუნგით კეთდება?

და ერთიც: რაგბის ნაცვლად სხვა სახეობები შეგიძლიათ იგულისხმოთ, ბათუმის ნაცვლად – სხვა ქალაქების კლუბები. ყველგან ერთი და იგივე ამბავია.

წილი
წინა სტატიასუნიანი შარშია
შემდეგი სტატიანაბახუსევი ბავარიულად…
გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.