განახლდა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში ახალგაზრდულ გუნდებს შორის. მონაწილეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის გუნდი გახლავთ, რომელსაც სპორტის დამსახურებული მოღვაწე დავით ხავთასი თავკაცობს. მეორე მწვრთნელი მამუკა ნიაზაშვილი გახლავთ, ხოლო კომპლექსის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი.  2005-2006 წლებში დაბადებულთა გუნდმა წინა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე ჩაამთავრა, წლეულს კი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს, რისი წინაპირობაც აღნიშნული სამეულის ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მიდგომაა. ზაფხულში გუნდმა საფუძვლიანი სამწვრთნელო შეკრება გაიარა და ჩემპიონატსაც კარგად მომზადებული შეხვდა.

წილი
წინა სტატიაჩელსის მაქსიმუმი ბაიერნის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაახალი ბესტი მანჩესტერისთვის
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...