მადრიდული სპორტული გაზეთის „მარკას” ინფორმაციაში, სადაც „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ჟერარდ პიკეს დაშავებაზეა ლაპარაკი, ერთგვარი სიხარული შეინიშნება. აქ გასაკვირი არაფერია. კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ხომ „ელ კლასიკოა”, „რეალი” „ბარსელონას” მასპინძლობს; „მარკა” კი მადრიდისტების გამოცემაა.
მოგეხსენებათ, ნეაპოლში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის (1:1) ბოლო წუთებზე, მაღალი ბურთისთვის ამხტარი პიკე მინდორზე უიღბლოდ დაეშვა და კოჭი იტკინა. ტკივილის მიუხედავად ვეტერანს თამაშის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ „ბლაუგრანას” მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გადაწყვიტა არ გაერისკა და ის კლემენტ ლენგლეთი შეცვალა.
რამდენად სერიოზულია 33 წლის ცენტრალური მცველის ტრავმა, სავარაუდოდ დღეს გამოჩნდება, „ელ კლასიკო” კი საქართველოს დროით კვირას შუაღამისას დაიწყება.