„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება.

მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და ზედ ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მიაყოლა.

გარდა ამისა, „ლივერპულისთვის“ „ვესტ ჰემთან“ მოგება პრემიერლიგაში 26-ე გახლდათ. სწორედ 26 მოგებით გახდა 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონი არსენ ვენგერის „არსენალი“, რომელმაც ის გათამაშება წაუგებლად ჩაამთავრა.

ახლა, თავად შეფასეთ „ლივერპულისა“ და მისი გენიალური მწვრთნელის, გერმანელი იურგენ კლოპის საამსეზონო შედეგი – ნუ დავივიწყებთ, პრემიერლიგის დამთავრებამდე 11 ტური კიდევ დარჩა, უახლოესი მდევარი სიტი კი მერსისაიდელებს 22 ქულით ჰყავთ მოტოვებული.