ბოლო წლებში ბრიტანეთში სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კარიერის ჯანმრთელობაზე გავლენის დადგენა იყო. აღმოჩნდა, რომ დემენციით (ჭკუასუსტობით) სიკვდილიანობის შემთხვევები ყოფილ ფეხბურთელებში სამნახევარჯერ აღემატება საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელს. ეს პირდაპირ კავშირში ყოფილა კარიერის განმავლობაში ბურთის თავით დარტყმის სიხშირესთან.
სქაი სპორტის ინფორმაციით, ინგლისის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო სკოლებში 12 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა ვარჯიშები, რომლებიც თავით თამაშს ითვალისწინებს. 12-17 წლების მოზარდებისთვის ამგვარი ვარჯიშები კვირაში ერთს არ უნდა აღემატებოდეს. შეზღუდვა არ ვრცელდება საშეჯიბრო მატჩებზე, რადგან ჩინოსანთა აზრით, ბავშვთა ფეხბურთში თავით თამაშის ხვედრითი წილი ისეც დაბალია.