ზინედინ ზიდანს პრობლემად ბოლო ორ ტურში დაკარგული 5 ქულა არ ჰყოფნიდა და ლევანტესთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ ედენ აზარიც მოისაკლისა. ერთ-ორ მატჩს ვინ ჩივის, როცა საუბარი სამთვიან უქმობაზეა. აზარს წვივის ძვალი აქვს გაბზარული. შესაძლო იყო კონსერვატიული მკურნალობა და ორთვიანი გრაფიკი, მაგრამ აზარის აზრი ოპერაციისკენ იხრება. არადა, აზარმა „რეალის“ 20 მატჩი უკვე გამოტოვა – იმდენივე, რამდენიც „ჩელსიში“ 7 წლის განმავლობაში.

საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა: „მშვენიერი კონტაქტი გვაქვს მადრიდელთა სამედიცინო შტაბთან და ინფორმაციას სრულად ვფლობთ. სამწუხაროა, როცა ედენის დონის ფეხბურთელი სამი თვით აკლდება კლუბსაც და ნაკრებსაც. ორმაგად ცუდია, რიმ ეს ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ მატჩის წინ მოხდა”.

აზარის ტრავმა ვინისიუსისთვის შასაძლოა, „ზოგი ჭირი მარგებელია“ აღმოჩნდეს. მარცხენა ფლანგზე თამაში გარეთ ბეილსაც შეუძლია, თუმცა პრიორიტეტულად მაინც ვინისიუსის კანდიდატურა ჩანს.

რაც შეეხება აზარს, თუ „რეალი“ მანამდე მიაღწევს, გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში  დაეხმარება.