„ჩელსიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აჯობა — 2:1 მოუგო. ფრენკ ლემპარდის გუნდმა ჟოზე მოურინიუსას დამსახურებულად სძლია, თუმცა „ლურჯების” ფანებს ალბათ მაინც დარჩათ პირში ცუდი გემო. მიზეზი: „დეზების” არგენტინელმა ნახევარმცველმა ჯიოვანი ლო სელსომ მასპინძელთა ესპანელ კაპიტან სესარ ასპილიკუეტას ფეხზე დააბიჯა. უფრო სწორად, იმას, რაც ლო სელსომ გააკეთა დაბიჯება არ ჰქვია. ინგლისური მას-მედიის ერთობლივი აზრით ეს იყო ფეხის მოტეხვის მცდელობა, რის გამოც ტოტენჰემელი გასაგდები იყო, VAR-მა კი იმსჯელა, იმსჯელა და დანაშავე დაუსჯელი დატოვა.
საოცარია, რომ ეს ერთ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიდეორეფერიმ დასავლეთლონდონელების წინააღმდეგ აშკარა უხეშობა ვერ დაინახა.
როგორც ჩანს, პრემიერლიგაში VAR-თან უგროვდებათ და უგროვდებათ პრეტეზიები.