ავტორიტეტული „ლა გაზეტა დელო სპორტი“ იუწყება, რომ ევროპის ლიგის „ინტერი“ – „ლუდოგორეცის“ საპასუხო მეთექვსმეტედფინალი, შესაძლოა, აღარ შედგეს. მიზეზი კორონავირუსია, რომელმაც იტალიაშიც შეაღწია. უკვე დაფიქსირდა ინფიცირების 79 შემთხვევა, რომელთაგან 2 ლეტალური შედეგით დასრულდა. ამ ფონზე ქვეყნის შიდა ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა უკვე გადაიდო.

„ინტერი“-„ლუდოგორეცის“ დაპირისპირება არ გადაიდება, თუ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ჯერ-ჯერობით უეფაში ამ ვარიანტს უფრო ემხრობიან. შეგახსენებთ, რომ ამავე გუნდების პირველი დაპირისპირება სტუმრად იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

წილი
წინა სტატიაახლა სხვა დროა…
შემდეგი სტატიასუპერ საბურთალო
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".