აგერ, სასწაული თუ გნებავთ… აწყობის პროცესში მყოფი საქართველოს ნაკრები სერბეთს ესტუმრა და გვარიანი ალიყურიც აჭამა – 94:90.

უფერული პირველი მეოთხედის შემდეგ საქართველომ ისეთი კალათბურთი აჩვენა, თქვენი მოწონებული, მასპინძელთა 10-ქულიანი უპირატესობა მეთოდურად გააბათილა, ბოლოსკენ კი იქით დაწინაურდა და სენსაციური გამარჯვებაც იზეიმა.

საქართველოს ნაკრებში და ზოგადად მატჩში საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, ვინც მოედანზე გატარებულ 36 წუთში გუნდს 33 ქულა მოუტანა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც ჩვენების ეს ხმაურიანი გამარჯვება.

საინტერესოა, რომ სერბეთის ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსამდე საქართველოს მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გახლავთ.

წილი
წინა სტატიასუპერ საბურთალო
შემდეგი სტატიასრულიად ინგლისი აღშფოთებულია!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...