38 წლის შვეიცარიელი ვეტერანისთვის სათიხნარო სეზონი ყოველთვის არასასიამოვნო ეტაპი იყო, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავი არასოდეს აურიდებია. წლეულს ასეთი გამონაკლისი სრულმასშტაბიანია – როჯერ ფედერერი მთელ სათიხნარო სეზონს გამოტოვებს. დუბაის, ინდიან-უელსის, ბოგოტას და მაიამის ტურნირების გარდა როჯერი საფრანგეთის ღია პირველობიდანაც მოიხსნა.
„მარჯვენა მუხლი სერიოზულად მაწუხებდა. ტესტების შემდეგ ართროსკოპიული ოპერაციის გაკეთება გადაწყდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მადლობა ყველა ქომაგს თანადგომისთვის, მაგრამ კორტს მხოლოდ ბალახისსაფარიან ტურნირებზე დავუბრუნდები,” – განაცხადა ფედერერმა.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ „როლან გაროსზე“ როჯერი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულ რაფა ნადალთან დამარცხდა. შვეიცარიელს ფრანგული სლემტურნირი ერთადერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
