მას მერე, რაც „ოქროს ბურთი“ მცველმა მოიგო, 14 წელიწადი გავიდა. ამ პერიოდში ყველაზე ინდვიდუალური ჯილდოს მოგების საუკეთესო შანსი ვირჯილ ვან დაიკს ჰქონდა. შარშან, ნიდერლანდელმა მცველმა დაგლიჯა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც. პრემიერლიგაში, სადაც მის „ლივერპულს“ წარმატებამდე ერთადერთი ქულა დააკლდა, ვან დაიკმა სეზონის საუკეთესოს წოდებაც ჩაიხუტა.
მოკლედ, 28 წლის ფეხბურთელს ისეთი სეზონი ჰქონდა, France Football-ის ჯილდოს მთავარ ნომინანტად რომ მოიაზრებოდა, თუმც წინ ლეო მესი აღემართა.
არგენტინელის მეექვსე „ოქროს ბურთმა“ და ვან დაიკის ხელცარიელად დარჩენამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თავისი აზრი კი ცოტა მოგვიანებით მისმა თანამემამულე, დიდმა რუუდ გულიტმა გამოთქვა.
„ატლეტიკოსთან“ ვირჯილი საშინელი იყო. მან მეტოქეს კუთხური მიართვა, რამაც გოლი მოიტანა. ჩანს, ვან დაიკმა „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ხელი ჩაიქნია. დიახ, ვირჯილი გამარჯვებას იმსახურებდა და თუ მცველს ეს პრიზი როდესმე უნდა მოეგო, ეს სწორედ შარშან. მაგრამ როგორ გგონიათ, მესიმ ნაკლებად დაიმსახურა?!”,-თქვა ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა.
გულიტი, ვან დაიკი, ოქროს ბურთი
რას იმსახურებდა მესი?!