„ლაციოს“ ნახევარმცველით, სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით „ჩელსი“ დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი კოლეგები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, ლონდონელთა სკაუტები რომაელთა უკანასკნელ შეხვედრას დაესწრნენ – ამ მატჩში „ლაციომ“ მილანის „ინტერი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ სერბმა გაიტანა. ტრანსფერის შემთხვევაში, სერგეის სავარაუდო ღირებულებად 70 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, სერია A-ს წლევანდელ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა 24-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ლაციოში ის 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტით 2024 წლამდე კიდევ უნდა ითამაშოს.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირდება სერბეთის ნაკრებიდან მწვრთნელ სლოვლუბ მუსლინის გათავისუფლების ამბავი. როცა სერბეთმა 2018 წლის მონდიალზე თამაშის უფლება გაინაღდა, ადგილობრივი ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამომავლო მატჩებისთვის მილინკოვიჩ-სავიჩის გამოძახება მოითხოვეს. მწვრთნელმა უარი თქვა, რაც გახდა კიდეც კონფლიქტისა და ნაკრებიდან მწვრთნელის წასვლის მიზეზი.