ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ევროპული სარბიელიდან ორი წლით იზოლაციის შესახებ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ამ თემის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება და რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც არის. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საქმეში მყოფი თუ უკვე პენსიაზე გასული მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ექსპერტები უეფას ვერდიქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ.

მაგალითად, უეფას გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს ჯეიმი კარაგერი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის წარდგენა არ უნდა ესაჭიროებოდეს. „ლივერპულის“  ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად Sky Sport-ზე ექსპერტად მუშაობს უეფას აკრიტიკებს. ფიქრობთ, კარაგერი „სიტის“ ასეთი მკაცრი სასჯელით არის აღშფოთებული? არა. მერსისაიდელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი უეფას იმის გამო აქილიკებს, რომ მათ პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მიმდინარე სეზონშივე არ მოკვეთეს.

„ვერ ვიჯერებ, რომ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ არის და მალე ფლეი ოფის მატჩებს ითამაშებს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ „ლივერპულის“ ვთამაშობდი. ცდებით ვინც ეს გაიფიქრეთ. არავითარი პირადული, უბრალოდ შესაძლოა დიდი აბსურდის თეატრის მოწმენი გავხდეთ. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, „მანჩესტერ სიტიმ“ ამ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს უეფა რა უხერხულ მდგობარეობაში აღმოჩნდება. მათი ეს ვერდიქტი ყველასთვის საქილიკო გახდება. უბრალოდ მაგრად დასცინებენ და ღირსებიც იქნებიან. თუ „სიტი“ მოიგებს, გუნდის ტრიუმფი ფარსი გამოდგება. გვარდიოლას მისამართით კი პირველი კითხვა ასეთი იქნება – „პეპ, რამეს გრძნობთ? ეს გამარჯვება ხომ ფუჭია“? არადა, თუ ასე მოხდა, ეს „მანჩესტერ სიტის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯილდო იქნება, რომელიც უმალ გაუფასურდება. ამიტომაც, უეფას მაღალჩინოსნებს მოუწევთ „რეალს“ დაუფარავად უქმოგაგონ,“ – ამბობს 42 წლის კარაგერი.

 

წილი
წინა სტატიასერბი სერგეი ჩელსის
შემდეგი სტატიაკინი და მხოლოდ ვან დაიკი
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო