მადრიდის „რეალისა“ და პორტუს ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის გარდა პოსტისთვის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც იბრძოლებს.

კასილასმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა:

„დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება პორტუს პრეზიდენტსაც შევატყობინე. მადლობა სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის, თქვენ მაძლიერებთ“, – გამოაცხადა დიდმა ესპანელმა.

წილი
წინა სტატიაატრაქციონების პარკი
შემდეგი სტატიააი, სიხარული!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...