საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბორდომ“ თავის მთავარ კონკურენტ „ლიონს“ კომფორტულად, 37:19 სძლია, ბონუსიანად 5 ქულა გამოიმუშავა და ცხრილის კენწეროში მოექცა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 49-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 25 წუთში თამაშიდან ტრავმის გამო გამოვიდა.

საპლეიოფო ექვსეულში იმყოფება „ტულონი“, რომელმაც „ბრივი“ 34:17 დაამარცხა. ტულონელთა შორის 46-ე წუთზე ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, რომელმაც თამაში ვერ ჩაამთავრა – 70-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. „ბრივში“ 53-ეზე კარლენ ასიეშვილი გამოჩნდა, 58-ზე ვასილ ლოჟანიძე. საქართველოს ნაკრების შერკინების ნახეცარმცველი თამაშში ენერგიულად ჩაერთო და ოთხიოდე წუთში მასპინძლები დაალელოვა. ეს იყო ვასკას პირველი ლელო ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში თორემ ჩელენჯ კაპზე გამოსვლა ლობჟანიძემ 4 ლელოთი დაასრულა

აი, „მონპელიეს“ განაცხადში კი ერთბაშად 5 ქართველი იყო, თუმცა „ბაიონთან“ 31:29 მოგებულ მატჩში მხოლოდ ოთხმა მათგანმა ითამაშა.მწვთნელის ჩანაფიქრით, ამ შხვედრაში „მონპელიეში“ მხოლოდ ქართველ ბურჯებს უბდა ეთამაშათ და ასეც მოხდა, ოღონდ თუ მიშა ნარიაშვილი 61-ე წუთზე უჩა ჭეიშვილმა შეცვალა, ლევან ჩილაჩავას მინდორზე სრული 80 წუთის გატარება მოუხდა, რადგან ბოლო წუთებში სიტუაცია სერიოზულად გამწვავდა და მონპელიელთა დამრიგებელმა უთუოდ ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ასეთ დონეზე ჯერაც გამოუცდელი, 20 წლის ლუკა აზარიაშვილი მარქაფაშივე დატოვა და არ გარისკა. სასტარტოში ასევე კოტე მიქაუტაძეც იყო, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს. „მონპელიე“ ექვსეულთან მინიმალურ დაშორებაზე იმყოფება და ცხადია, იქ მოხვედრას მომდევნო ტურებში ეცდება.

გიო თეთრაშვილის „აჟენმა“ საკუთარ მოედანზე „კასტრს“ უმასპინძლა და 24:43 დამარცხდა. აჟენელები ცხრილის ბოლო ადგილზე დარჩნენ, ხოლო ბორჯღალოსანმა ბურჯმა საანგარიშო მატჩში პირველი ტაიმი ითამაშა.

პრო დ2-ის დარჩენილ მატჩზეც ვთქვათ საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში ლიდერი კვლავ შეიცვალა, რადგან „კოლომიემ“ „ნევერს“ 39:24  მოუგო და 67 ქულით სეზონში პირველად აღზევდა ცხრილის სათავეში. ახალი ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში უბერებელი ბექა შეყლაშვილი იყო, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. სხვათა შორის, კოლომიელები პირველი ტაიმის შემდეგ 36:0 (!) იგებდნენ და ეს საბონუსო უპირატესიბა მეორე ტაიმში გაფლანგეს. „ნევერის“ ორივე სასტარტო ბურჯიც ქართველი იყო – თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი, ორივემ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა. მარხცის მიუხედავად, „ნევერი“ საპლეიოფო მე-6 ადგილზეა.

და ბოლოს, ინგლისის პრემიერშიპი.ზურაბ ჟვანიას „უოსპსი“ „ლესტერს“ ესტუმრა და 9:18 დამარცხდა. ზუზუ მარქაფაში იყო, მაგრამ ტრავმირებული მაკინტაირი 31-ე წუთზე ჩაანაცვლა და ბოლომდე ითამაშა. „უოსპსი“ 12-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა.