უეფმა 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა. ეს უეფას ვებ-გვრდის რეპორტიორთა ვერსიაა. წერია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შარშან ძლიერ ლიგებში სათამაშო პრაქტიკა უწყვეტად ჰქონდათ და 2020 წელს დიდ პროგრესს ელიან. ფრიად სასიამოვნოა, რომ ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის არის რუბინის შემტევი ზურიკო დავითაშვილიც. ქართულ ფეხბურთში სულიკო დავითაშვილს, იგივე „აბრეზას,“ აბა ვინ არ იცნობს?! ზურიკო მისი ვაჟია.

დავითაშვილის გარდა უეფას რეპორტიორთა რჩეულთა შორის არიან მანჩესტერის მეისონ გრინვუდი, არსენალის გაბრიელ მარტინელი, ბარსელონას ანსუ ფატი და სხვები…

დავითაშვილს, ისევე როგორც კიდევ ერთ რუბინელ ჩვენიან ხვიჩა კვარაცხელიას, შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.