ახალი სეზონიდან „მილანი“, შესაძლოა, ანდრეი შევჩენკომ ჩაიბაროს. დილით გავრცელებულ ამ ინფორმაციას კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ადასტურებს.

„მილანის“ მწვრთნელს სტეფანო პიოლის კი უფროსობამ ულტიმატუმი წაიყენა – ან ჩემპიონთა ლიგის საგზური, ან – სახლი. სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა კი გუნდის მომზადების დონიდან და ამჟამინდელი სატურნირო მდგომარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

ჯერ კი არც შევშენკოს სცალია. მას გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის ჰყავს მოსამზადებელი, რომელის შესარჩევი ეტაპიც უკრაინამ ერთი ამოსუნთქვით განვლო.

ანდრეი შევჩენკო, მოგეხსენებათ, მილანისთვის შინაური კაცია. ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 226 შეხვედრაში მან 127 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მოიპოვა ჩრმპიონთა თასი და გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.

უკრაინის ნაკრებს ის 2016 წლიდან თავკაცობს.