„ბარსელონას“ ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას განსაკუთრებით ამჟღავნებს – ლეო მესისა და სერხი ბუსკეტსისადმი.
ბუსკეტსი ერნესტო ვალვერდესთან იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო, როგორც მანამდე და ახლა. კიკე სეტიენის ხელში, მან 7 თამაშიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სათადარიგოთა სკამზე ის მხოლოდ, კოპა დელ რეიზე, „იბიცას“ წინააღმდეგ შეხვედრაში იჯდა.
ვალვერდეს ხელში, სათადარიგოთა სკამს კი გაშინაურებული იყო და ატლეტიკთან ლა ლიგის პირველ მატჩი იყო, სევილიასთან, ლევანტესთან და სელტასთან სკამზე იჯდა. ხოლო იმ შეხვედრებისას, როცა მან ძირითადში დაიწყო, შეცვალეს – „ბეტისთან“, „დორტმუნდთან“, „ხეტაფესთან“, „ინტერთან“, „სლავიასთან“ და „ლეგანესთან“.
სეტიენი კი სერხიო ბუსკეტს აშკარად ეხმარება, რომ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ აღმოჩინოს და მგონი გამოსდის კიდეც. მწვრთნელმა ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ მისი ფილოსოფიისთვის უძვირფასესი ფეხბურთელია.
კიკესთვის სერხიო ბუსკეტსი ისაა, ვინც გუნდს ტემპს კარნახობს, დაცვას ეხმარება, მოწინააღმდეგე აპრესინგებს, მეტოქის დაცვას შორი თუ მოკლე გადაცემებით შლის.
რაკიტიჩი, ვიდალი, არტური და ფრენკი დე იონგი ერთმანეთთან როტაციაში არიან, 31 წლის კატალონიელი კი დღეს ხელშეუხებელია.
მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია, რაც აქამდე კარიერაში მხოლოდ ორჯერ, 2008- 009 და 2013-2014 წლების სეზონში აქვს გაკეთებული.
ჰოდა, არც გასაკვრი იქნება, ბუსკეტსი ამ სეზონში პირად რეკორდს თუ მოხსნის…