ბრაზილიელი მოდელი ნაჯილა ტრინდადე ნეიმარს სამართლოთი ემუქრება. 2019 წელს მან პსჟ-ის ვარსკვლავს გაუპატიურებისთვის უჩივლა. ახლა კი ნაჯილა სასამართლოში ახალ საჩივარს ამზადებს.

ახალგაზრდა მოდელი ნეიმარს, თურმე, პროსტიტუციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბრაზილიელი გოგონები სპეციალურად სექს-მომსახურებისთვის საფრანგეთში მიჰყავთ. მისი ინფორმაციით, ამ საქმეს ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი პირადად მფარველობს. ამ ეტაპზე სხვა მტკიცებულებები უცნობია, თუმცა ტრინდადეს ადვოკატი სარჩელს უკვე ამზადებს.

შეგახსენებთ, შარშან ბრაზილიელმა მოდელმა განაცხადა, რომ ნეიმარმა ის პარიზის ერთერთ სასტუმროში გააუპატიურა. ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ტრინდადესთან სექსი ჰქონდა, თუმცა როგორც მან თქვა, ეს ორივეს თანხმობის შედეგად მოხდა. მოგვიანებით მტკიცებულებათა არარსებობის გამო აღნიშნული საქმე დაიხურა.

წილი
წინა სტატიალიოვ, შენი დედაც…
შემდეგი სტატიაგვარდიოლა იუვეშიო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...