დაფასება ამას ჰქვია: „ბასკონიას” ქართველი ლიდერი და კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლის საუკეთესოდ დაასახელეს.

ლიგა ენდესას 32 ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია მადრიდში წუხელ გაიმართა და რაოდენ საამაყოა, რომ ეს საპატიო ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც ცხადია დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს 18.6 მარგი ქმედების კოეფიციენტით.

საზეიმო ცერემონიალზე თოკოს გარდა სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს მწვრთნელები ლუკას მონდელო და სერხიო სკარიოლო; ესპანეთის ქალთა და მამაკაცთა საკალთბურთო ნაკრები; ასევე გაიხსენეს კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი… წლის საუკეთესო ესპანელ კალათბურთელად კი მარკ გასოლი დაასახელეს.