პრემიერლიგის ნანატრი ჩემპიონობისთვის ლივერპული 4 მილიონ გირვანქაზე მეტს მიიღებს… თანხა მთლიანად იმ ფეხბურთელებზე გადანაწილდება, რომლებიც ამ სეზონში თამაშობენ, ცხადია, პროცენტული შეფარდებით. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს დაახლოების 150 -150 ათასი გირვანქა შეხვდებათ.

სოლიდურ თანხას მიიღებს გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპიც, ვისი ბონუსიც ხსენებულ 4 მილიონში გათვალისწინებული არ არის.

მართალია, ლივერპულს პირველობა ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია, თუმც უახლოესი მდევარი მან.სიტი მთელი 22 ქულით ჰყავს მოტოვებული და სასწაული უნდა მოხდეს დარჩენილ 13 ტურში ასეთი უპირატესობა გაანიავოს.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულს პრემიერლიგა, რომელიც 1992 წელს დაარსდა, არასდროს მოუგია.

წილი
წინა სტატიაევროპა 13
შემდეგი სტატიათითქმის ორმაგი 
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.