ცოტა არ იყო სენსაციური ამბავი გაავრცელა ინგლისელმა კოლეგებმა: „მანჩესტერ სიტის“ ლეო მესის დამატება სურსო. გვარდიოლას გუნდი „ბარსელონაში“ არსებულ სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ მესი გუნდიდან წასვლას მოინდომებს, მზად იქნება მყის მიიღოს. ისიც ითქვა, მანჩესტერელები მესის წელიწადში რეკორდულ 50 მილიონ გირვანქას გადაუხდიანო.
მესის ბარსელონასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანელებმა მას ახალი წინადადებით მიმართეს, თუმც 32 წლის ვარსკვლავი ჯერ უარზეა. ბარსას პრეზიდენტმა მესის უვადო კონტრაქტის ეიმედებოდა, მაგრამ არც არგენტინელი გამოდგა ჯაბანი: კლუბის ბოსებს შეუთვალა, კონტრაქტი წელიწადში ერთხელ, ივლისის თვემდე გავახანგრძლივოთო. ეჭვობენ, რომ ეს აგენტების ხრიკია, რაც საპენსიოდ შემზადებული არგენტინელისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.
სათქმელია, რომ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კიდევ რამდენიმე გუნდი აკვირდება. მაგალითად, Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „სიტის“ გარდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და პსჟ-ც არიან დაინტერესებულები… თუმც სიტის თავკაცი პეპ გვარდიოლა ხომ მესისთვის მეორე მამაა.