beIN Sports იტყობინება, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს ფრიად სამწუხარო ამბავი შეატყობინა – სამეზობლოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონტზე ვერ ითამაშებს.
„მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყატარის მუნდიალზე მონაწილეობის აკრძალვის შესახებ აცნობა“, – წერია beIN Sports-ის ტვიტერ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ იანვარში WADA-მ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში 145 გაყალბებული დოპინგ-სინჯი აღმოაჩინა, რის შემდეგაც რუსებს შავი დღე აყარა და ყველა საერთაშორისო შეჯიბრებიდან ჩახსნა…აგერ, მათ შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან…