„ტოტენჰემთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავის ფეხბურთელებს გასახდელში 45 წუთი ესაუბრა და საპასუხოდ მათი პრეტენზიები მოისმინა. მწვრთნელს მიუმართავს, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება „ლივერპულთან“ ჩამორჩენის შემცირებაო… შეგრდებმა მიუგეს, კარგი იქნება თუ გუნდში როტაცია შემცირდება და შედრებით სტაბილური შემადგენლობით ვითამაშებთო…
საინტერესოა, რომ „მან.სიტის“ ამ სეზონში ერთი შემადგენლობით ზედიზედ ორი მატჩიც არ ჩაუტარებია, მიკელ არტეტას „არსენალში“ წასვლის შემდეგ კი გუნდში სიტუაცია გაუარესდა.
აღსანიშნია, რომ მსგავსი „ოჯახური საუბარი“ „სიტის“ და ფეხბურთელებს წინა სეზონის შუისკენაც ჰქონდათ, რის შემდეგაც გუნდს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოუვიდა.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემთან“ ლონდონში „სიტი“ 0:2 დამარცხდა. პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ მთელი 22 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ 13 ტურში კი ასეთი სხვაობის გაბათილება, წარმოუდგენელი ამბავია. გვარდიოლა, ეტყობა, მაინც იმედიანადაა…