Image result for messi and barca president„ბარსელონას“ კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის საყოველთაოდ აღიარებულმა პირველკაცმა ლეო მესიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოზე მარია ბარტომეუს გეგმები აურია.

„ბარსას” თავკაცს ლეოსთან უვადო კონტრაქტის გაფორმების ეიმედებოდა, მაგრამ არც არგენტინელი გამოდგა ჯაბანი:

33 წლის არგენტინელმა ბოსებს შეუთვალა, კონტრაქტი, რომელსაც 2021 წელს ყავლი გასდის, წელიწადში ერთხელ, ივლისის თვემდე გავახანგრძლივოთო. არავინ ეჭვობს, რომ მესი ბარსელონადან არსად წავა და ეს მისი აგენტების ხრიკია, რაც საპენსიოდ შემზადებული არგენტინელისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.

აქეთ ბარტომეუა და იქით ლეო, თუმც პრეზიდენტსაც მშვენივრად ესმის, რომ ეს მხოლოდ ვაჭრობაა და ჯიბეში ხელის ჩაყოფა კიდევ უფრო ღრმად მოუწევს.