შაბათს, 1 თებერვალს, საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი მორაგბეების ტრადიციული და უმთავრესი კონკურენტია. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, დასაწყისი 18:00 საათზე.
ამასობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი),1 3. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).