საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ დღეს „ქარიშხალამ” მოუგო „სამტრედიას” 30:27, ხოლო „პეგასმა” სძლია „აჭარას” 24:17.

საინტერესო გამოდგა „ქარიშხალასა” და „სამტრედიის” შეხვედრა, რომელიც ბოლომდე დაძაბული გახლდათ.

მეორე დღის მატჩები კი ასე დასრულდა: „სამტრედია” – „პეგასი” 25:20, „ქარიშხალა” – „აჭარა” 23:20. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოვიდა.

7 თამაშიდან 14 ქულით ლიდერობს „ქარიშხალა”. 8 ქულა აქვთ „ყვარელსა” და „სამტრედიას”, თუმცა სამტრედიელებს 7, ყვარლის გუნდს კი 5 თამაშიდან. 5 ქულიანები არიან „ოქროს ვერძი” (ფოთი) და „აჭარა” (ფოთს 5 თამაში აქვს ნათამაშები, ხოლო „აჭარას” 7), „მამულსა” და „პეგასს” 4 ქულა აქვთ („პეგასს” 7 თამაშიდან, „მამულს” 5-დან) და ბოლო ადგილზეა „პრომეთე” (წყალტუბო), რომელსაც 5 თამაშიდან ქულა არ აუღია.

პირველი წრე დასრულდება თბილისში, 30-31 იანვარს.

ჩემპიონატი შედგება ორი წრისა და ფინალური ოთხეულის ფლეი-ოფებისგან.