ბექა მიქელთაძემ ყაზანის “რუბინი” დატოვა.

ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „მადლობა ყველას. წარმატებები „რუბინს“.

მიქელთაძე რუსეთის თათარსტანში 2019 წლის ზაფხულში, ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ გადავიდა, მან გუნდთან ერთად თურქეთში მიმდინარე ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი გუნდს გამოემშვიდობა.

თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „რუბინში“ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„რუბინში“ ჩვენებიდან ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიკოლაი ყიფიანიც დარჩვენ.