ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. არც ველოდით, რომ გოეიდო ამ შერკინებაში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მაკე-კოში (უარყოფით ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და რეიტინგის მხრივ ასპარეზობის გაგრძელება ვერანაირ შედეგს მოუტანდა.

ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 18:10-ს ამარცხებდა და, სამწუხაროდ, მისი გამარჯვებების მარაგს კიდევ ერთი შემატა. ოძეკიმ, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ლევანმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) უკვე დააფიქსირა, თუმცა რაც უფრო მეტს წააგებს, უფრო დაქვეითდება. მას ორი ბრძოლა დარჩა, ორივე გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს, და, იმედია, ხვალ ექს-ოძეკი ტაკაიასუს დამარცხებას მოახერხებს.

სადღეისოდ ტოჩინოშინის ბალანსი უარყოფითი 5:8 არის.