ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია ელენე გედევანიშვილის შემდეგ, რომელიც ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 2010 და 2012 წლებში.

ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ვაჟთა ერთეულებში, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

მორისმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა მიიღო, რაც დისციპლინაში მე-3 შედეგია. საბოლოო ჯამშიც მე-3 ადგილზე გავიდა – 246.71 ქულა დააგროვა. დასანანია, რომ ვერცხლის მედლამდე ქართველ სპორტსმენს მხოლოდ 0.03 ქულა დააკლდა.

კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავემ, ირაკლი მაისურაძემ 214,47 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი კი რუსი დმიტრი ალიევი გახდა 272.89 ქულით. ვერცხლი რუსმა არტურ დანიელიანმა მოიგო.

მორის ყვითელაშვილი მოსკოვში ვარჯიშობს. მისი მწვრთნელები ლეგენდარული ეთერ თუთბერიძე და სერგეი დუდაკოვი არიან.

წილი
წინა სტატიამანე, მანე, მანე?
შემდეგი სტატიამაინც რუსებთან გატეხეს…
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.