ტაკაკეიშო მარტში ოძეკი იქნება, რადგან, ექს-ოძეკებიმ, ტაკაიასუმ და გოეიდომ ჩემპიონის შესაფერისი სუმო ვერ აჩვენეს, ერთადერთი წოდება კი, რომელიც არ ქვეითდება – იოკოძუნაა.
გახსოვთ 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშო? მაშინ ბრძოლა ოძეკობისთვის შედგა – ტოჩი თუ მოიგებდა, ამ წოდებას შეინარჩუნებდა, თუ წააგებდა – დაქვეითდებოდა. ტაკაკეიშო თუ მოიგებდა გახდებოდა, თუ წააგებდა – ვერა… სამწუხაროდ, მაშინ იაპონელმა მოიგო, ისევე როგორც დღეს. განსხვავება მხოლოდ ის არის, აქამდე ქართველი დოჰიოდან თუ გადაჰყავდა, ახლა ულამაზესი კოტენაგეთი (გდებით) დაამარცხა. საერთოდაც, ის ტოჩისთვის უხერხული მეტოქეა – ბალანსი 1:9
ერთი კარგი ის მოხდა, რომ ასანოიამასთან ექს-ოძეკი გოეიდო დამარცხდა, რაც ნიშნავს რომ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დააფიქსირა და ამის შემდეგ მის ჭიდაობას აზრი აღარ აქვს – ასეც და ისეც სეკივაკემდე დაქვეითდება. წესით, იაპონელი მონაწილეობას აღარ გააგრძელებს და უბრძოლველი გამარჯვება გვერგება…
სადღეისოდ კი ტოჩინოშინს ხუთი მოგების წილ შვიდი წაგება აქვს…