მიჯრით 3 წაგებული მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მერვედფინალში რუსეთთან დრამატულ დაპრისპირებაში მინიმალური ანგარიშით მარცხი რომ იყო, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები დაიბრიყვეს. მეზობლებთან ჩვენები იმთავითვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ის ფაქტი, რომ აუზიდან გამარჯვებულები ამოვიდნენ, სიურპრიზი არავისთვის იყო.
12:6 – ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი წყალბურთელების უპირატესობა სოლიდური იყო. რუსეთთან წყალში ომის და დასანანი მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიური კუთხით და მეტი თვითრწმენისთვის თურქებთან დიდი სხვაობით მოგება აუცილებელი გახლდათ, რადგანაც წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანეს მატჩია, სადაც წარმატების შემთხვევაშიც საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტის ევროპირველობას მე-9 ადგილზე დაასრულებს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რომ თურქეთზე დახვეწილი, ტექნიკური და უკეთესი გუნდია, ეს კონტინენტის წინა პირველობაზეც გამოჩნდა. ჩვენებურებმა, 2018 წელს, ბარსელონაშიც ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე იმარჯვეს (15:10) და ქომაგს სხვა მოლოდინი არც ახლა შეიძლებოდა ჰქონოდა.
24 იანვარს, ქართველი წყალბურთელები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავენ, სავარაუდო მეტოქედ კი გერმანია მოჩანს და წარმატებაზე ფიქრიც ოცნებების კატეგორიას ნადმვილად არ განეკუთვნება. ნებისმიერ შემთხვევაში პროგრესი თვალსაჩინოა და საქართველოს ნაკრებიც უნგრეთს დედაქალაქს თავაწეული დატოვებს.

წილი
წინა სტატიაბარსა ექვსთვიანებს ეძებს
შემდეგი სტატიაჯანო კუნძულზე
კახა ბერიძე
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო