იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისური პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერს“ 2:0 მოუგო და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა.
უკვე 1001 დღეა, მერსისაიდელებს მშობლიურ „ენფილდზე“ პრემიერლიგის მატჩი არ წაუგიათ. ბოლოს ეს 2017 წლის 23 აპრილს „კრისტალ პალასთან“ მოხდა. მას შემდეგ „ლივერპულმა“ 52-დან 42 შეხვედრაში იმარჯვა და 10-ჯერ ფრედ ითამაშა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში კლოპის გუნდი 22 მატჩში 21 მოგებით და 1 ფრით ლიდერობს. ასეთი სტარტი ტოპ-5 ჩემპიონატის არც ერთ გუნდს არ ჰქონია. „ლივერპული“ ასტრონომიული სხვაობით ლიდერობს პრემიერლიგას და სრული უფლება აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს კონცენტრაცია.