წარმატებული იანვარი აქვს „ინდიანა პეისერსს“, რომელიც შარშან ოქტომბრიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც NBA-ს მორიგი სეზონი დაიწყო, ქართველი გულშემატკივრების თუ სპორტული მედიის მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ არის. აბა, რა შეხსენებაა საჭირო, რომ ინდიანაპოლისელთა რიგებში ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ირიცხება, რომელიც „პეისერსმა“ დრაფტზე გამოარჩია და თავისთან წაიყვანა.

ჩვენებურიც, სადებიუტო სეზონის კვალობაზე ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურება და გუნდისთვის უსარგებლო ან ბოლო ჭანჭიკი სულაც არ გახლავთ. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურშიც, ბითაძე „ინდიანა პეისერსს“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში დაეხმარა. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრმა „„მინესოტასთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (116:114), პარკეტზე 10 წუთზე მეტი დაჰყო და მეტოქის კალათში 5 ქულაც ჩააგდო.  გოგამ, „მინესოტას“ ფარს ზუსტად ორჯერ შეუტია, ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და ერთი მოხსნაც მიითვალა.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში, „ინდიანა პეისერსი“ მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 19 იანვარს სტუმრად „დენვერ ნაგეტსთან“ გამართავს.

წილი
წინა სტატიამანჩესტერიდან კაპიტანი წავიდა
შემდეგი სტატია6:18 იტალიასთან
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო