საქართველოს რაგბის კავშირში ბრიფინგი გაიმართა, რომელსზეც საზოგადოებისთვის რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაც გამოცხადდა.

კერძოდ, ის, რომ 2020 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს, ვინც იმმავდროულად თბილისის „ლელო-სარასენსის“ მთავარი მწვრთნელია და აქამდე მილტონ ჰეიგის ასისტენტად მუშაობდა. ნაკრებს ჰეიგთან ერთად ჩამოცილდა ყველა უცხოელი სპეციალისტი და ლევანს ქართველი ასისტენტები ეყილებიან.

ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი რუსეთის ნაკრების წინააღმდე შესაძლოა თავდაპირველად დასახელებული „დინამო არენას“ ნაცვლად ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართოს. ამ სავარაუდო ცვლილების მიზეზიც აბსალუტურად საპატიოა – რუსებთან სარაგბო მატჩის შემდეგ, ორიოდ კვირაში იგივე არენაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უმნიშვნელოვანეს, არსებობის ისტორიაში უმთავრეს მატჩს გამართავს ბელარუსის წინააღმდეგ და თუ იქნება მორაგბეების მიერ მინდვრის საფარის დაზიანების საშიშროება (რაც წვიმიან ამინდში სავსებით რეალრია), მორაგბეები სწორედ ვაკეში ითამაშებენ.

ამასთან გამოცხადდა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც ორი ახალი სახეა – მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და შუამარბი დემურ თაფლაძე,, რომლებიც რაგბის მოყვარულებს 20-წლამდელთა შემადგენლობაში მშვენიერი თამაშით დაამახსოვრებდნენ თავს.

აქვე გაფართოებული რაზმიც, რომლიდანაც მაისაშვილი რუმინეთთან 1 თებერვალს გასამართი მატჩისთვის საჭირო 23 კაცს შეარჩევს:

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი); შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი).

9-10

ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ჯიქი), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (ვვა, მოსკ).

უკანა ხაზი

გიორგი კვესელაძე (ჯიქი), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს), მირიან მოდებაძე (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს).