ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფიციალურმა საიტმა (www.eurolympic.org) საქართველოს და ისრაელს საგანგებო სტატია მიუძღვნა, სადაც ყურადღება შვეიცარიაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე ამ ორი ქვეყნის სპორტსმენთა წარმატებაზეა გამახვილებული.
„ლოზანის III ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ევროპის ორი ქვეყნისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველომ და ისრაელმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი მედლები მოიპოვეს,“ – წერენ ევროპელი ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილებში ისტორიული ბრინჯაოს მედალს, მოგვიანებით უმაღლესი სინჯის – ოქროც მიამატეს, ხოლო ისრაელის წარმომადგენელმა სამთო მოთხილამურე ნოა ზოლოსმა იგივე ხარისხის მედალი გოგონათა სუპერგიგანტში მოიპოვა, რასაც კომბინაციაში ვერცხლის მედალი დაამატა.
სათქმელია, რომ საქართველო 2025 წელს ბორჯომსა და ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის რეალური კანდიდატია.