სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა.

გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა.

ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“ და კიდევ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე.

გავიგეთ, რომ ფრუიძე კლუბში იმუშავებს, ხოლო მწვრთნელი მისი ყოფილი თანაშემწე ვახტანგ თურმანიძე იქნება. „ჩიხურას“ პრესსამსახურმა თურმანიძეზე შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.