იანვრის ტრადიციულ ხაცუ-ბაშოზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა და პირველ გამარჯვებას მიაღწია ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე ონოსიო იყო, რომელთან აქამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრაში მარცხი ჰქონდა განცდილი. ამჯერად ლევანს კონცენტრაცია წამითაც არ დაუკარგავს და ძალისმიერი მიწოლით განდევნა მეტოქე დოჰიოდან.
ხვალ ლევანის მეტოქე რიუდენი იქნება. აქამდე ეს ფალავნები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ორ შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.
გამოსარჩევია პირველი მაეგაშირა ენგოს ფანტასტიური სტარტი: მან ჯერ გუშინ იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, დღეს კი თეოდან ეფექტური გდებით უდიადესი ჩემპიონი ჰაკუჰოც დოჰიოზე დაამარცხა.