გიორგი პაპუნაშვილმა კლუბი შეიცვალა – „სარაგოსამ“ ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „რასინგში“ გაანათხოვრა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინაადგილოსან გუნდში 30 ივნისამდე ითამაშებს.

პაპუნაშვილი „სარაგოსაში” 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 53 მატჩში 13 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

„სარაგოსა“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და ელიტაში ასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ასე რომ, გუნდში დაბრუნების შემთხვევაში, მომავალ სეზონში პაპუნაშილმა შესაძლოა ლა ლიგაში ითამაშოს.

წილი
წინა სტატიაცუდი და კარგი ფედე
შემდეგი სტატიაგენიალური კუნი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...