ესპანეთის თასის 1/32-ფინალში, „სარაგოსამ“ „ხიმნასტიკი“ სტუმრად – 3:1 დაამარცხა. პირველი ორი გოლი „ხიმნასტიკმა“ საკუთარ კარში ჩაჭრა, მესამედ კი გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა – ქართველმა ლეგიონერმა მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.
პაპუნაშვილმა კოპა დელ რეიზე ამ სეზონში მეორედ შეაგდო, თუმცა ლა ლიგა 2-ს მიმდინარე გათამაშებაში მას ჯერ არ გაუტანია.
ახალი წლიდან ესპანური პრესა პაპუნაშვილის წასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს. მას შეთავაზებები ესპანეთის გარდა აშშ-დან აქვს, თუმცა დიდი ალბათობით 24 წლის შემტევი „სარაგოსაში“ დარჩება და გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონის საგზურის მოპოვებას ეცდება, რისი კარგი შანსიც აქვს.