კატალონიური „ბარსელონა“ რომ ერნესტო ვალვერდეს დაემშვიდობება, გადაწყვეტილი ამბავია. მის წინააღმდეგ დირექტორატი, გუნდი და ქომაგები ერთხმად არიან განწყობილნი. ვალვერდეს ბარსელონური კარიერა საბოლოოდ დიეგო სიმეონემ დაასამარა. არაბულ საემიროებში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსა“ თითქმის მთელი თამაში ტოტალურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო მონაკვეთში სიმეონემ ცვლილებები განახორციელა, გუნდი თავხედურ 4-2-4-ზე გადააწყო და მრისხანე მეტოქე 3:2 მოგუდა.

ვინ შეცვლის ვალვერდეს? ჯერჯერობით ერთადერთი და ურეალურესი კანდიდატი ლეგენდარული ხავი გახლავთ, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა (1998-2015) მთლიანად „ბარსელონას“ უძღვნა და მასთან ერთად ყველა მწვერვალზე ავიდა.

ხავი ამჟამად ყატარის „ალ საადს“ წვრთნის. ბარსელონელებმა მას 2,5-წლიანი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გაფორმება შესთავაზეს. თავად ხავისთვის კი გაცილებით მიმზიდველი ზაფხულში 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ყოფილა.

წილი
წინა სტატიაეგებ კევინმა უთხრა თავის თავს
შემდეგი სტატიასულშერი მანიუდან ციხეში?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".